საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

V ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია - "ანტიკურობის თანამედროვეობა"

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს V ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - " ანტიკურობის თანამედროვეობა", რომელიც გაიმართება 2019 წლის 14-15 ივნისს.  კონფერენცია ეძღვნება აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან  100 წლის იუბილეს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს. კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია. 

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი; დისკუსია - 10 წუთი.

თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 24 მაისამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: classics.tsu@gmail.com.

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2019 წლის 31 მაისამდე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.

საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე, ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მოხსენების სათაური, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);
სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
ფონტი: Sylfaen, ფონტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5 
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.

თარიღი: 02/05/2019